ავტორიზაცია

"არველაძე მამაჩემის საყვარელი ფეხბურთელი იყო", - ჰალ სიტის მოთამაშე

"არველაძე მამაჩემის საყვარელი ფეხბურთელი იყო", - ჰალ სიტის მოთამაშე
თარიღი 16 Mar 2022, 19:17

"ჰალ სიტის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, გრეგ დოჰერტიმ Yorkshirepost-თან საუბარში შოთა არველაძესთან მუშაობის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"მამაჩემს არველაძე ძალიან უყვარს. ის თავდამსხმელი იყო და როცა ახალგაზრდა ხარ, გოლების ნახვა ძალიან გინდა. შოთა საკმაოდ წარმატებული რეინჯერსის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ.

ჰალ სიტის ფეხბურთელთა უმრავლესობისთვის მასთან მუშაობა რაღაც ახალია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩემი მწვრთნელი არა ბრიტანელია და ამით სიამოვნებას ვიღებ.

ვფიქრობ, ეს მოთამაშეებს დაეხმარება იმაში, რომ უფრო მრავალფეროვანი გახდნენ და ეს მათ ჰორიზონტებს გააფართოებს", - განაცხადა შოტლანდიელმა ჰავბეკმა.