ავტორიზაცია

პსჟ-მ დი მარიას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო

პსჟ-მ დი მარიას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო
თარიღი 16 მარ 2022, 20:51

ოსმან დემბელემ შესაძლოა "პსჟ"-ში ანხელ დი მარია შეცვალოს. პარიზელები 34 წლის არგენტინელთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებენ. მხარეებს აქვთ შესაძლებლობა გააგრძელონ ხელშეკრულება ერთი წლით.

ამის მიუხედავად, კლუბი ამას არ აპირებს, იუწყება Get French Football News, RMC Sport-ზე დაყრდნობით. "ბარსელონას" გარემარბი ოსმან დემბელე "პარი სენ-ჟერმენში" ანხელის შემცვლელად განიხილება.

ის ასევე ასევე თავისუფალი აგენტი გახდება ზაფხულში. ფრანგულმა კლუბმა 24 წლის დემბელეს აგენტებთან მოლაპარაკების პროცესი რამდენიმე კვირის წინ უკვე დაიწყო.

"პარი სენ-ჟერმენის" გარდა, დემბელეს სახელს უკავშირებენ პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბს, მათ შორის "ლივერპულს", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ლონდონის "არსენალს".