ავტორიზაცია

მესის გარეშე - ტერ შტეგენმა თავის ოცნების გუნდში ლეო არ შეიყვანა

მესის გარეშე - ტერ შტეგენმა თავის ოცნების გუნდში ლეო არ შეიყვანა
თარიღი 20 Mar 2022, 19:50

მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა არ შეიყვანა ლიონელ მესი საუკეთესოთა შორის, ვის გვერდითაც მას უთამაშია. "ბარსელონას" მეკარემ ყოფილი და ამჟამინდელი პარტნიორებისგან ოცნების გუნდი შექმნა.

მან უგულებელყო თავდამსხმელი, რომელიც "პარი სენ-ჟერმენში გასულ ზაფხულს გადავიდა. გერმანელი კარის დარაჯის ოცნების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარე: იანის ბლასვიჩი

მცველები: დანი ალვეში, ანტონიო რუდიგერი, ხერარდ პიკე, ჟორდი ალბა.

ნახევარმცველები: ხავი, ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი, ფრენკი დე იონგი.

შემტევი მოთამაშეები: მარიო გიოტცე, მარკო როისი.