ავტორიზაცია

ფაქტები: კლასიკოზე შავი ფერის ჩაცმა ცუდი იდეაა - რეალმა ეს ჯერ 1925 წელს გაითავისა, თუმცა მაინც იგივე გააკეთა

ფაქტები: კლასიკოზე შავი ფერის ჩაცმა ცუდი იდეაა - რეალმა ეს ჯერ 1925 წელს გაითავისა, თუმცა მაინც იგივე გააკეთა
თარიღი 21 მარ 2022, 17:01

"ბარსელონამ" მოულოდნელად იოლად დაამარცხა "რეალი" სანტიაგო ბერნაბეუზე - 4:0. მატჩის წინ, მადრიდელთა უჩვეულო ეკიპირებაზე იქნა ყურადღება გამახვილებული.

მადრიდელებმა შავი ფერი აირჩიეს, "ბარსამ" კი ყვითელი და წითელი ფერები. მატჩის შემდეგ ბევრი ხუმრობდა, რომ შავ ფერს მადრიდის "რეალისთვის" იღბალი არ მოუტანია.

მაგალითად, პოპულარულმა იუმორისტულმა ტვიტერმა Troll Football-მა დაწერა, რომ მადრიდში გუნდს საკუთარ დაკრძალვაზე შავი ეცვა - ტვიტი 30000-ზე მეტმა მომხმარებელმა მოიწონა.

არსებობს მსგავსი დიდი ხნის მაგალითი, რომელიც გაიხსენა ტელეგრამ არხმა, La Saeta Rubia-მ. 1925/26 წლების სეზონში მადრიდის "რეალმა" განიცადა მინი რევოლუცია.

კლუბმა, რომელიც იმ დრომდე ატარებდა სრულიად თეთრ სამოსს, გადაწყვიტა კომპლექტის განახლება და შავი ფერის შორტების ჩაცმა. ცვლილებების ინიციატორი ორი მადრიდელი იყო - პატრიციო ესკობალი და ფელიქს კესადა.

ისინი შთაგონებული იყვნენ მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ძლიერი ინგლისური სამოყვარულო კლუბის "კორინთიანის" (არა "კორინთიანსის") ფორმით, რომელშიც სხვადასხვა დროს ინგლისის ნაკრების 86 მოთამაშე თამაშობდა.

ექსპერიმენტულმა ვერსიამ არ გაამართლა. იმ სეზონში, მადრიდის "რეალი" ანგარიშით 1-8 განადგურდა "ბარსელონასთან" კოპა დელ რეის (მაშინდელი მთავარი ეროვნული ტურნირის) მეოთხედფინალში.

მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა, პედრო პარაჰესმა გადაწყვიტა, რომ საქმე უიღბლო ფორმაში იყო, რის შემდეგაც გუნდის ტრადიციულ ეკიპირებაში სრულიად თეთრი დაბრუნდა.