პსჟ-ზე გულაცრუებული მბაპეს ფიქრები - ტოქსიკური ატმოსფერო და ცივი ურთიერთობა კლუბის პრეზიდენტთან
კილიან მბაპეს მომავალი გაურკვეველია. ფრანგ თავდამსხმელს, რომელსაც "პსჟ"-სთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია.
ამასთან ერთად, მადრიდული კლუბი დარწმუნებულია, რომ 23 წლის ფეხბურთელს გააფორმებს. ესპანურმა მედია El Confidencial-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მბაპე დაიღალა "პსჟ"-ში ტოქსიკური ატმოსფეროთი.
მისი ურთიერთობა პარიზული კლუბის პრეზიდენტთან, ნასერ ალ-ხელაიფისთან ძალიან ცივია. Foot Mercato უარყოფს ამ ინფორმაციას და წერს, რომ კილიანს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს მენეჯერთან, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა მას.
23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "პსჟ"-ში ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა. ერთი სიტყვით, ყველაფერი ზაფხულში გაირკვევა.