ავტორიზაცია

იუვენტუსი ლივერპულიდან სალაჰის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს

იუვენტუსი ლივერპულიდან სალაჰის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს
თარიღი 23 მარ 2022, 14:41

"იუვენტუსი" "ლივერპულის" გარემარბის, მოჰამედ სალაჰის შეძენის შესაძლებლობას იკვლევს. 29 წლის ვინგერს მერსისაიდურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება.

ჯერჯერობით მხარეები კონტრაქტის გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ, რადგან ეგვიპტელი შემოთავაზებული პირობებით არ არის კმაყოფილი. La Gazzetta dello Sport-ი აღნიშნავს, რომ ტურინული კლუბი მზადაა ტოპ ახალწვეულის გასაფორმებლად.

სალაჰი ერთ-ერთი ვარიანტია. "იუვენტუსსს" შეუძლია დააკმაყოფილოს ფეხბურთელის ფინანსური საჭიროებები სერია A-ში საგადასახადო შეღავათების წყალობით.

სალაჰს იტალიის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება აქვს. 2014/15 წლების სეზონში ის "ფიორენტინაში" თამაშობდა, 2015-2017 წლებში კი "რომას" წარმოადგენდა.