ავტორიზაცია

ბარსელონა სალაჰისთვის ბრძოლაში ჩაერთო

ბარსელონა სალაჰისთვის ბრძოლაში ჩაერთო
თარიღი 24 მარ 2022, 23:23

"ბარსელონას" მოჰამედ სალაჰის შეძენა სურს. Diario Sport-ის ცნობით, კატალონიურ კლუბს ზაფხულში შეტევის გაძლიერება სურს. მიუხედავად მძიმე ფინანსური მდგომარეობისა, "ბარსელონა" ერთი მსხვილი გარიგების განხორციელებას მაინც აპირებს.

დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი "ბარსელონას" პრიორიტეტად რჩება, მაგრამ მისი გადასვლა ნაკლებად სავარაუდოა, ამიტომ კლუბი განიხილავს გაძლიერების სხვა ვარიანტებს.

ერთ-ერთი კანდიდატი "ლივერპულის" ფორვარდი, მო სალაჰია. "ბარსელონას" მიაჩნია, რომ მისი ტრანსფერი უფრო ადვილია განსახორციელებლად ვიდრე "ბაიერნიდან" რობერტ ლევანდოვსკის წამოყვანა.

ეგვიპტელს არა მხოლოდ გუნდის მთავარ ვარსკვლავად აღიქვამენ, არამედ ოსმან დემბელეს გარანტირებულ შემცვლელადაც, რომელიც ზაფხულში კლუბს უფასოდ დატოვებს.