ავტორიზაცია

"სრული სიხარულიდან საშინელ იმედგაცრუებამდე მივედით", - მანჩინიმ იტალიელ გულშემატკივრებს მიმართა

"სრული სიხარულიდან საშინელ იმედგაცრუებამდე მივედით", - მანჩინიმ იტალიელ გულშემატკივრებს მიმართა
თარიღი 27 მარ 2022, 15:15

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენის შემდეგ გულშემატკივრებს მიმართა.

"შესაძლოა, ფეხბურთი ზოგჯერ ცხოვრების დაუნდობელი მეტაფორა იყოს", - წერს 57 წლის სპეციალისტი სოციალურ ქსელში.

"გასულ ზაფხულს ევროპის მეფეები ვიყავით, ეროვნული გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მიღწევა დავაფიქსირეთ. ახლა კი ერთ-ერთ ყველაზე რთულ სიტუაციაში ვართ".

"სრული სიხარულიდან საშინელ იმედგაცრუებამდე მივედით".

"ამასთან შეგუება ნამდვილად რთულია, მაგრამ მარცხის მიღება ადამიანური და სპორტული ზრდისთვის ჯანსაღი გზის ნაწილია".

"დროა საჭირო დასაფიქრებლად და სრული სიცხადით შექმნილი ვითარების დასანახად. ამჟამად ერთადერთი სწორი ნაბიჯი თავის აწევა და მომავლისთვის მუშაობაა".

"მადლობა პალერმოელ გულშემატკივრებს თბილი დახვედრისთვის და ყველა იმ თაყვანისმცემელს, რომელიც ყოველთვის ენთუზიაზმითა და სიყვარულით გვიჭერდა მხარს", - დასძინა "სკუადრა აძურას" დამრიგებელმა.