ავტორიზაცია

იტალიის მუნდიალს მიღმა დარჩენის შემდეგ, მანჩინის სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

იტალიის მუნდიალს მიღმა დარჩენის შემდეგ, მანჩინის სერიოზული მსურველი გამოუჩნდა
თარიღი 28 მარ 2022, 10:58

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ შესაძლოა "პარი სენ ჟერმენი" ჩაიბაროს.

მოგეხსენებათ, 57 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით "სკუადრა აძურა" 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა.

იტალიელები მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) სენსაციურად დამარცხდნენ.

ასე და ამგვარად, როგორც Sportitalia-ს ჟურნალისტი, ჯანლუიჯი ლონგარი იტყობინება, პარიზული კლუბი მანჩინის მიწვევის შესაძლებლობას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ განიხილავს.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, "პსჟ"-ს ამჟამინდელმა დამრიგებელმა, მაურისიო პოჩეტინომ ზაფხულში შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედს" მიაშუროს.

ცნობისთვის, მანჩინის იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2026 წლის 31 ივლისამდე აკავშირებს, ეროვნულმა გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ევრო 2020 მოიგო.