ავტორიზაცია

"ამ ფორმაციის იტალიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეეძლო", - მანჩინი

"ამ ფორმაციის იტალიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეეძლო", - მანჩინი
თარიღი 28 მარ 2022, 17:38

რობერტო მანჩინიმ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის არყოფნის გამო იმედგაცრუებაზე ისაუბრა: "ევროსა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მინდოდა. მუნდიალის მხრივ ლოდინი მომიწევს.

მე მომწონს ეს სამუშაო და მინდა რაღაც მნიშვნელოვანი გავაკეთო აქ. თუ არ გავითვალისწინებთ ჩვენს იმედგაცრუებას, მაშინ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მიდის. მიუხედავად დიდი იმედგაცრუებისა, მოხარული ვარ, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაო დაფასებულია.

ევროს მოგება ჩვენი ერთადერთი მიღწევა არ არის. ბიჭები იმსახურებენ დაფასებას იმისთვის, რასაც მიაღწიეს. ჩვენ გვყავს განსაკუთრებული გუნდი. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფი უნდა მოგვეგო შვეიცარიასთან სულ მცირე ორი ქულით.

ბაზელში 3-0 უნდა მოგვეგო. სექტემბრიდან ცუდი პერიოდი გვქონდა, მაგრამ ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ, მათ კარგი ფეხბურთი ითამაშეს. ჩვენ ვუშვებდით შეცდომებს", - განაცხადა მანჩინიმ.