ავტორიზაცია

ასტრონომიული ფასი და 4 ტოპ მსურველი - ლაციო მილინკოვიჩ-სავიჩის გაყიდვას განიხილავს

ასტრონომიული ფასი და 4 ტოპ მსურველი - ლაციო მილინკოვიჩ-სავიჩის გაყიდვას განიხილავს
თარიღი 28 მარ 2022, 17:54

სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ლაციო" დატოვოს. Il Messaggero-ს ცნობით, იტალიურმა კლუბმა ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა.

სატრანსფერო ღირებულების სახით, მას 80 მილიონი ევრო დაუნიშნა. ამასთან, რომაელებს ადრე 120 მილიონი ევროს მიღება სურდათ. "ლაციოს" სურს გაყიდოს ფეხბურთელი.

შემოსული თანხა კი გამოიყენოს სხვა მოთამაშეების შესაძენად, რომლებიც შეეფერება მთავარი მწვრთნელის მაურიციო სარის სტილს. სერბის ხელში ჩაგდების პრეტენდენტებად "პსჟ", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ინტერი" და "იუვენტუსი" დასახელდნენ.

ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი. მილინკოვიჩ-სავიჩმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 29 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.