ლაპორტა: "ბარსელონა ჰოლანდის აუქციონში არ ჩაერთვება"
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოან ლაპორტამ უარი თქვა ერლინგ ჰოლანდის სანაცვლოდ სხვა კლუბებზე მეტის გადახდაზე: "გამორჩეული ფორვარდები უკვე გვყავს.
ჩვენ კლუბს რისკის ქვეშ არ დავაყენებთ. ამბიციების მქონე ფეხბურთელებმა, რომლებსაც მისაბაძი მაგალითი უნდათ, თავად მიისწრაფონ ბარსელონაში და დაიცვან ბარსელონას წესები.
კლუბი ყოველთვის პირველი იქნება და არავინ გვაიძულებს შევცვალოთ ეს ფილოსოფია. ჩვენ ბარსელონას ეკონომიკას მეტ ზიანს არ მივაყენებთ. ასე რომ, ის აღდგება მხოლოდ 2023 წლისთვის.
ამ შემთხვევაშიც არ ვართ მზად ზოგიერთი ოპერაციების ჩასატარებლად სპორტული და მორალური მიზეზების გამო. ასეთი სიგნალი შეცდომა იქნებოდა", - განაცხადა ლაპორტამ.