მანჩესტერი კეინისთვის ბრძოლაში დაბრუნებას აპირებს
"მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულში ჰარი კეინის შეძენა სურს. The Athletic-ის ცნობით, თავდამსხმელის პოზიციის გაძლიერება "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი პრიორიტეტია ამ ზაფხულს.
შესაძლო ვარიანტებს შორის ყველაზე სასურველი "ტოტენჰემის" თავდამსხმელი რჩება. ერთი წლის წინ, "იუნაიტედის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ედ ვუდვორდი კეინზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა "ტოტენჰემის" პრეზიდენტ, დანიელ ლევისთან.
ვუდვორდმა დაადასტურა "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესი ინგლისელის მიმართ, როდესაც "მანჩესტერ სიტი" მის შეძენას ცდილობდა. მაშინ ვუდვორდმა აღიარა, რომ კეინის "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა მხოლოდ 2022 წელს იყო შესაძლებელი.
მიზეზი - 73 მილიონ ფუნტად გარემარბ ჯეიდონ სანჩოს შეძენის შემდეგ, კლუბს უფასო ფული არ ჰქონდა. კეინი ახლა უფრო ოპტიმალურ მდგომარეობაშია, ვიდრე შარშან, რადგან მას კლუბთან კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.