ესპანელმა ჟურნალისტებმა რეალისთვის ახალი მარჯვენა მცველის ასარჩევად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს
Diario AS-ის რეპორტიორებმა გამოიყენეს ხელოვნური ინტელექტი მადრიდის "რეალისთვის" ახალი მარჯვენა მცველის ასარჩევად. არჩევანი იყო ორ მთავარ კანდიდატს შორის.
Olicip-ის მიერ მოწოდებული კომპიუტერული ანალიზის შედეგად პედრო პორო აღმოჩნდა უკეთესი ალტერნატივა მადრიდისთვის, ვიდრე "ჩელსის" მცველი, რის ჯეიმსი.
პორომ რეიტინგში 100-დან 97 ქულა დააგროვა, ჯეიმსმა კი - 95. პორო შეტევაში 89 და დაცვაში 84. 22 წლის ესპანელი მარჯვენა მცველი მხოლოდ 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
შესაძლოა, მადრიდში ის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს ზაფხულში, როდესაც მისი კონტრაქტი "მანჩესტერ სიტისთან" ამოიწურება. ვინაიდან დანი კარვახალი მიდრეკილია ტრავმებისადმი, პორო შეიძლება იყოს ხარისხიანი ალტერნატივა.