ავტორიზაცია

ფავორიტი გამოკვეთილია - მანჩესტერი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე შეჯერდა

ფავორიტი გამოკვეთილია - მანჩესტერი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე შეჯერდა
თარიღი 31 მარ 2022, 11:22

"მანჩესტერ იუნაიტედი" მთავარ მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგის დანიშნვით არის დაინტერესებული. Sky Sports-ის ცნობით, "მანკუნიანელები" კითხულობენ, რა დაუჯდებათ მათ "აიაქსიდან" სპეციალისტის გადაყვანა.

ამავდროულად, "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერ არ გადასულა ფორმალურ ქმედებებზე და ზოგადად, კლუბს არ სურს განიხილოს, თითქოს აშკარა ფავორიტი ჰყავს, სანამ სხვა მწვრთნელებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისური კლუბი ასევე დაინტერესებულია მაურისიო პოჩეტინოთი ("პსჟ"), ხულენ ლოპეტეგი ("სევილია") და ლუის ენრიკე (ესპანეთი).

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი არის რალფ რანგნიკი, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე ოლე-გუნარ სოლსკიაერი ჩაანაცვლა.