ავტორიზაცია

"რონალდუს მანჩესტერში მოსვლით, მაგუაირმა კაპიტნის სტატუსი დაკარგა", - კარაგერი

"რონალდუს მანჩესტერში მოსვლით, მაგუაირმა კაპიტნის სტატუსი დაკარგა", - კარაგერი
თარიღი 31 მარ 2022, 11:52

ჯეიმი კარაგერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის, ჰარი მაგუაირის ნაკლოვანებები დაახასიათა: "მე ვფიქრობ, რომ მაგუაირი მანჩესტერ იუნაიტედში ძალიან კარგად თამაშობდა ამ სეზონამდე.

80 მილიონ ფუნტად შეძენის შემდეგ, ხალხი ელოდა, რომ ჰარი მანჩესტერ იუნაიტედში ისეთივე იქნებოდა, როგორიც ვირჯილ ვან დეიკი არის ლივერპულისთვის. ამას მისთვის რაიმე სიკეთე არ მოუტანია.

მანჩესტერ იუნაიტედმა ზედმეტი გადაიხადა არა მსოფლიო დონის მცველში. ახლა კი უკმაყოფილება ბრაზად იქცევა ყოველ ჯერზე, როცა იუნაიტედი წააგებს. მაგუაირს უჭირს მანჩესტერ იუნაიტედში მდგომარეობის შეცვლა.

მას არ აქვს ავტორიტეტი გასახდელში. გასული ზაფხულიდან მაგუაირი გამუდმებით წუხდა იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს კაპიტანი - ის თუ რონალდუ. მან ვერ დაადასტურა თავისი ლიდერის სტატუსი. ამან იმოქმედა მის თამაშზე", - განაცხადა კარაგერმა.