კონფლიქტი ენრიკესთან - დე ხეამ შესაძლოა მუნდიალი გამოტოვოს
AS-ის ცნობით, დავიდ დე ხეა განაწყენებული იყო ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, რომელმაც არ გამოიძახა ის ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გასულ ორ ამხანაგურ მატჩში.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე არ დაარწმუნა ესპანელის არგუმენტებმა ახალგაზრდა მეკარეებისთვის შანსის მიცემაზე. საუბარია დავიდ რაია და არნაუ ტენასი შესახებ.
დე ხეა იმედგაცრუებული და გაღიზიანებული იყო იმით, თუ როგორ ეპყრობოდა მას ეროვნული ნაკრების მწვრთნელი. 31 წლის მეკარე ახლა ცხადყოფს, რომ ენრიკესთან ის არ დაბრუნდება ეროვნულ გუნდში არანაირ რანგში.
დე ხეას საერთაშორისო მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ბოლოდროინდელი დაპირისპირების შემდეგ და ის შესაძლოა ყატარში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ესპანეთის ნაკრებიდანაც კი გარიცხონ.