ავტორიზაცია

"რეალის შეცდომის დაშვების იმედზე ყოფნა რთულია, თუმცა ბარსელონა მაინც ბოლომდე იბრძოლებს", - ხავი

"რეალის შეცდომის დაშვების იმედზე ყოფნა რთულია, თუმცა ბარსელონა მაინც ბოლომდე იბრძოლებს", - ხავი
თარიღი 04 აპრ 2022, 11:08

ხავი ამ სეზონში ლა ლიგის ჩემპიონობისთვის მადრიდის "რეალთან" კონკურენციას აპირებს. "ძალიან მიხარია. ჩვენ გვჯერა ჩვენი შრომის, ძალისხმევის, თავგანწირვისა და კოლექტიური მუშაობის.

ჩვენ ძალიან კარგად ვართ. ჩვენ ვმუშაობთ და წინ მივდივართ. ეს იძლევა შედეგს. ჩვენ კარგ პერსპექტივაში ვართ, ალბათ ეს სეზონის საუკეთესო ნაწილია. დღეს უფრო დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო.

შესანიშნავი მატჩი ჩაატარა სევილიას მეკარე ბუნუმ. ექვსქულიანი მატჩი იყო და მეორე ადგილზე გავედით. მე მიყვარს გამარჯვება. ვფიქრობ, დამსახურებული იყო. მაგრამ ამით ჩვენ არავის არ ვუგზავნით მესიჯებს.

ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს ვუგზავნით მესიჯებს. მოვიგეთ და ბედნიერები ვართ ამით, ვაგრძელებთ ბრძოლას ლა ლიგაში. ყველა შეხვედრაში მოგებას ვცდილობთ.

ძნელია მადრიდის რეალის შეცდომის დაშვების მოლოდინი ასე ხშირად, მაგრამ ჩვენ მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ", - განაცხადა "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა.