ოფიციალურად: ფრაიბურგმა ბაიერნის წინააღმდეგ საჩივრის შეტანა გადაწყვიტა
„ფრაიბურგი“ „ბაიერნთან“ მატჩში მომხდარი ინციდენტის გარკვევას ითხოვს.
28-ე ტურის მატჩში, რომელიც „ბაიერნმა“ 4:1 მოიგო, მიუნხენურ გუნდს 17 წამის მანძილზე მოედანზე 12 ფეხბურთელი ჰყავდა, როცა ცვლილებაზე გასვლა კინგსლი კომანს დაავიწყდა.
„ფრაიბურგის“ მმართველობამ სიტუაცია ყველამხრივ შეამოწმა და ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი განიხილა, რომელიც „ბაიერნის“ შეცდომას უკავშირდება.
ჩვენ ამ დილემის წინაშე საკუთარი მიზეზით არ მოვხვედრილვართ. „ფრაიბურგს“ ცვლილების პროცესზე არანაირი გავლენა არ ჰქონია, მაგრამ პროცედურის წესებმა გვაიძულა ეს საკითხი იურიდიულ დონეზე განგვეხილა.
შედეგად, „ფრაიბურგმა“ გადაწყვიტა, რომ მომხდარი მოვლენების თაობაზე საჩივარი შეიტანოს, რათა სიტუაცია უფრო მაღალჩინოსნებს შორის გაირკვეს.“ - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.