ავტორიზაცია

კლოპი: "ვიცოდით და ვიცით, რომ ბენფიკას დონის გუნდთან ორბურთიანი სხვაობა არაფერია"

კლოპი: "ვიცოდით და ვიცით, რომ ბენფიკას დონის გუნდთან ორბურთიანი სხვაობა არაფერია"
თარიღი 06 აპრ 2022, 10:36

„ბენფიკასთან" გამარჯვების შემდეგ იურგენ კლოპმა თამაში შეაფასა.

„რთულია აქ ჩამოხვიდე და ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩი ჩაატარო, „ბენფიკა" სიკვდილამდე იბრძოდა. მეტოქეს ცოტა მეტის უფლება მივეცით, ვიდრე დაშვებულია, თუმცა მათ გოლი დაიმსახურეთ, თავი უკეთ უნდა დაგვეცვა.

მძიმე თამაში გამოვიდა, როგორც მოსალოდნელი იყო. ვხვდებოდით, რომ 2:0 - არაფერია, სასიამოვნოა კი, მაგრამ მეტი არაფერი. თუმცა, საბოლოოდ მაინც ორი ბურთის სხვაობით მოვიგეთ და წინსვლას ვაგრძელებთ.

როგორც წესი მსგავს სიტუაციებში მეტ გოლს ვიტანთ, მაგრამ დღეს ეს არ მოხდა, პირველ რიგში მეკარის დამსახურებით, რომელიც ქებას იმსახურებს.

მეტოქეზე ბევრი რამ ვიციტ, მათ „აიაქსი" გაიარეს. „ბენფიკას" დონე კარგად მოგვეხსენება და საპასუხო მატჩშიც მზადყოფნაში ვიქნებით." - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.