ავტორიზაცია

ბენზემა: "ყველა ამბობს რომ რონალდუს ვეხმარებოდი, მაგრამ რეალურად პირიქით იყო"

ბენზემა: "ყველა ამბობს რომ რონალდუს ვეხმარებოდი, მაგრამ რეალურად პირიქით იყო"
თარიღი 07 აპრ 2022, 22:27

„ჩელსის“ კარში გაფორმებული ჰეთ-ტრიკის შემდეგ, კარიმ ბენზემამ კრიშტიანუ რონალდუსთან თამაშზე ისაუბრა.

ფრანგი ფეხბურთელი პორტუგალიელ სუპერვარსკვლავთან ერთად „რეალში“ 9 წლის მანძილზე თამაშობდა და ისინი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი წყვილი იყვნენ.

„ყველა იმას ამბობს, რომ მე კრიშტიანუ რონალდუს ვეხმარეოდი, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ისიც ძალიან მეხმარებოდა.

რონალდუ არის ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტი საგოლე პასი გამიკეთა.“ - აღნიშნა ბენზემამ პრესასთან საუბარში.