ავტორიზაცია

"გვარდიოლა რომ არა, ინგლისში და გერმანიაში უფრო მეტ ტიტულს მოვიგებდი", - კლოპი

"გვარდიოლა რომ არა, ინგლისში და გერმანიაში უფრო მეტ ტიტულს მოვიგებდი", - კლოპი
თარიღი 08 აპრ 2022, 11:56

იურგენ კლოპი აფასებს პეპ გვარდიოლას მუშაობას "მანჩესტერ სიტიში": "ცოტა განსხვავებული ადამიანი რომ ვიყო, ალბათ დათრგუნული ვიქნებოდი იმის გამო, რომ პეპ გვარდიოლა მუდმივად წვრთნის კონკურენტების".

"შესაძლოა, "დორტმუნდთან" ერთად უფრო მეტ ტიტულს მოვიგებდით, პეპს რომ არ გაეწვრთნა "ბაიერნი". ახლა თითქმის იგივე სიტუაციაა. ის აქ რომ არ ყოფილიყო, ალბათ კიდევ ერთი ლიგის ტიტულის მოგება შეგვეძლო".

"მადლობა ღმერთს, ასეთი არ ვარ. ამიტომ სრულიად კმაყოფილი ვარ ჩვენი მდგომარეობით. მე დიდ პატივს ვცემ იმას რასაც აკეთებს, ეს გიჟური გუნდია და ის, ჩემი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია".

"ეს კომბინაცია საკმაოდ ართულებს მათ წინააღმდეგ თამაშს. მეტი პატივისცემა არ შემიძლია იმის მიმართ რასაც აკეთებს. მომწონს მათი მატჩების ყურება. ვერ ვიტყვი, რომ ბევრი მოწინააღმდეგე გუნდი მომწონს, მაგრამ "სიტის" ყურება მსიამოვნებს", - განაცხადა კლოპმა.