ავტორიზაცია

ბარსელონა ჰოლანდისთვის ბრძოლაში ორ კლუბს ჩამორჩება

ბარსელონა ჰოლანდისთვის ბრძოლაში ორ კლუბს ჩამორჩება
თარიღი 09 აპრ 2022, 18:09

"ბარსელონა" კვლავ იმედოვნებს ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერს. Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონა" ახლა 21 წლის თავდამსხმელისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის "რეალს" ჩამორჩება.

ამიტომ კლუბის პრეზიდენტმა, ხოან ლაპორტამ ტრანსფერის შეუძლებლობაზე რამდენიმე განცხადება გააკეთა. ამის მიუხედავად, კატალონიელებმა პირადად ისაუბრეს ფეხბურთელის აგენტ, მინო რაიოლასთან.

მას აცნობეს, რომ "ბარსას" კვლავ სურდა ჰოლანდის შეძენა. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" რაიოლას სთხოვეს, რომ ამ საკითხში "ბარსას" დაინტერესებული მხარე ჰქონოდა.

მთავარი პრობლემა რაიოლასა და თავდამსხმელის მამის, ალფ-ინგე ჰოლანდის მიერ მოთხოვნილი საკომისიოს ზომაა. აგენტის კარგი ურთიერთობა "ბარსას" პრეზიდენტთან შეიძლება დაეხმაროს გუნდს გარიგების გაჩარხვაში.