ავტორიზაცია

კაპელო: "იტალიურ ფეხბურთში კრიზისი კიდევ მინიმუმ 8 წელი გაგრძელდება"

კაპელო: "იტალიურ ფეხბურთში კრიზისი კიდევ მინიმუმ 8 წელი გაგრძელდება"
თარიღი 10 აპრ 2022, 17:30

ფაბიო კაპელომ იტალიური ფეხბურთის კრიზისზე ისაუბრა: "იტალიის ნაკრები ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში კი იტალიური კლუბები არ არიან".

"იტალიური ფეხბურთი ბევრად ჩამორჩება სხვებს. ბურთი ნელა მოძრაობს, მსაჯები ძალიან ხშირად უსტვენენ. ძალიან ხშირად წყვეტენ თამაშს. ყველა მომენტი ჯარიმაა".

ამიტომ არ არის ინტენსივობა. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები იტალიაში აღარ ჩამოდიან. ვერაფერს ისწავლი, თუ საუკეთესოთა წინააღმდეგ არ ითამაშებ".

"ჩვენ გვჭირდება სტადიონები და ინფრასტრუქტურა. კრიზისი მინიმუმ რვა წელი გაგრძელდება. იტალიაში ყველა ერევა ფეხბურთში. პოლიტიკოსები, ადგილობრივი ასოციაციები და ა.შ", - განაცხადა კაპელომ.