ავტორიზაცია

"ვილიარეალთან გამოვარდნით, ბაიერნმა გერმანულ ფეხბურთს ზიანი მიაყენა", - მათეუსი

"ვილიარეალთან გამოვარდნით, ბაიერნმა გერმანულ ფეხბურთს ზიანი მიაყენა", - მათეუსი
თარიღი 13 აპრ 2022, 19:41

ლოთარ მათეუსმა "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის გამოვარდნის გამო გააკრიტიკა: "ბაიერნის" გამოვარდნა ზიანს აყენებს გერმანულ ფეხბურთს, გუნდმა ბოლო კვირების განმავლობაში კარგი თამაში არ აჩვენა, ამიტომ ეს არც ისე დიდი სიურპრიზია".

"მათი თამაში არ იყო მიზანმიმართული, მეტოქეს სახიფათო მომენტები არ შესთავაზა. გოლიც კი მხოლოდ მცირე ხნით აძლევდა უსაფრთხოების განცდას და კონტრშეტევის შემდეგ ესეც დათმეს".

"ისევ იგივე გაურკვევლობაა, რასაც მე ვხედავ "ბაიერნთან" ერთად მოედანზე. "ბაიერნში" ცუდი ატმოსფეროა. ეს არ ეხება მხოლოდ ფეხბურთს, ირგვლივ ბევრი, ბევრი საუბარია".

"ლევანდოვსკის გარშემო სატრანსფერო საგა კვლავ განხილვის საგანი გახდა. ბოლო წლებში "ბაიერნში" ასეთი არეულობა თითქმის არ მინახავს. "ვილიარეალი" არ არის ის მეტოქე, რომელმაც უნდა გამოგაგდოს", - განაცხადა მათეუსმა.