"მიქაუტაძე არის თავდამსხმელი, რომელსაც სერენისთვის შედეგის მოტანა შეუძლია", - ტოტენჰემის ყოფილი ფორვარდი
"ტოტენჰემისა" და "სერენის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ნიკო კლასენმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. ბელგიელმა ქართველს მხარდაჭერა გამოუცხადა:
"მიქაუტაძეს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, გატანა და შედეგის მოტანა. ამიტომ, "სერენის" ფეხბურთელებმა მას მხარი უნდა დაუჭირონ. ეს აუცილებელი პირობაა".
ეს ყველაფერი იმისთვის, რომ გიორგის "მოლენბეკის" წინააღმდეგ პლეი ოფის შეხვედრებში გოლების გატანის საშუალება მისცენ. ამან, შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიოს", - განაცხადა "ჰოტსპურის" ექს-ფორვარდმა.
შეგახსენებთ, რომ "მეცის" საკუთრებაში მყოფი ბომბარდირი განათხოვრების წესით კვლავ ლიეჟურ კლუბში თამაშობს. ბელგიური გუნდის ცხრიანმა მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 13 ბურთი გაიტანა.