უკანასკნელად როდის წააგო ბარსელონამ კამპ ნოუზე ზედიზედ 2 მატჩი?

„ბარსელონამ" ლა ლიგის 32-ე ტურში „კადისთან" წააგო.
იქამდე რამდენიმე დღით ადრე, კატალონიური გუნდი ევროპა ლიგის 1/4-ფინალში საკუთარ კედლებში „აინტრახტთან" დამარცხდა (2:3).
კატალონიურმა გუნდმა „კამპ ნოუზე" ზედიზედ ორი მატჩი 2003 წლის აპრილის შემდეგ პირველად წააგო.
„კადისთან" წაგებით კატალონიურ გუნდს ლა ლიგაში 15-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა, რომლის განმავლობაშიც გუნდმა 11 მატჩი მოიგო და 4 ფრედ დაასრულა.