სრულიად განსხვავებული ციფრები - პედრისთან ერთად და მის გარეშე, ბარსელონა ორი სხვადასხვა გუნდია

მიმდინარე სეზონში პედრის „ბარსელონასთვის" უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
პედრისთან ერთად და მის გარეშე „ბარსა" ამ სეზონში ორი სხვადასხვა გუნდია, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს.
ახალგაზრდა ესპანელთან ერთად „ბარსელონამ" ლა ლიგის ამ სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, 10 მოიგო, 2 ფრედ დაასრულდა და არცერთხელ არ დამარცხებულა, შესაბამისად 36 შესაძლოდან 32 ქულა მოაგროვა.
პედრის გარეშე კი სრულიად განსხვავებული სიტუაციაა - „ბარსელონამ" 18 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 7 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა, 5-ჯერ კი დამარცხდა. შედეგად, 57 შესაძლო ქულიდან მხოლოდ 28-ს აღება მოახერხა.
დიდი ალბათობით, ახალგაზრდა ესპანელი ტრავმის გამო ამ სეზონში მოედანზე ვეღარ მოახერხებს,