ავტორიზაცია

ლივერპულის გულშემატკივრები რონალდუს საპატივცემლოდ მატჩის მე-7 წუთზე ტასის დაკვრას აპირებენ

ლივერპულის გულშემატკივრები რონალდუს საპატივცემლოდ მატჩის მე-7 წუთზე ტასის დაკვრას აპირებენ
თარიღი 19 Apr 2022, 16:05

„ლივერპულის" გულშემატკივრები კრიშტიანუ რონალდუს გარდაცვლილ ახალშობილ შვილს პატივს მიაგებენ.

მერსისაიდული კლუბი „მანჩესტერ იუნაიტედს" დღეს საღამოს, 23:00 საათზე, „ენფილდზე" დაუპირისპირდება. ამ შეხვედრაში რონალდუ მონაწილეობას პირადი ტრაგედიის გამო ვერ მიიღებს.

„ლივერპულის" გულშემატკივრები სოციალურ ქსელში მასიურად ითხოვენ, რომ ადამიანები, ვინც მატჩს დაესწრება, მათ შეუერთდნენ და მეშვიდე წუთზე რონალდუს მხარდასაჭერად ტაში ერთად დაუკრან. 

რონალდუ თავის მეწყვილე ჯორჯინა როდრიგესთან ერთად ტყუპებს ელოდებოდა, თუმცა მშობიარობისას მხოლოდ გოგონა გადარჩა, ბიჭი კი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.