ავტორიზაცია

გვარდიოლა: "იმედია, ლივერპულთან მატჩში იუნაიტედი ქულებს მოიპოვებს"

გვარდიოლა: "იმედია, ლივერპულთან მატჩში იუნაიტედი ქულებს მოიპოვებს"
თარიღი 19 აპრ 2022, 17:29

„მან სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, „ლივერპული" - „იუნაიტედის" მატჩზე ისაუბრა, რომელიც დღეს 23:00 საათზე გაიმართება.

„ამ მატჩს ვუყურებ როგორც გულშემატკივარი. სახლში ვიქნები, მინდა შედეგი გავიგო და ვისურვებდი, რომ „იუნაიტედმა" ქულები მოიპოვოს.

თუმცა, ასეც რომ მოხდეს, ეს არაფერზე იმოქმედებს, თუ შემდეგ მატჩებში ჩვენ ვერ შევასრულებთ საკუთარ ამოცანას. 

შეგვიძლია, რაღაც ვისწავლოთ ორივე ამ გუნდისგან." - აღნიშნა გვარდიოლამ.

ამჟამად პირველ და მეორეადგილოსან „სიტისა" და „ლივერპულს" შორის ქულათა სხვაობა 1 ქულაა.