ავტორიზაცია

რას ნიშნავს სალაჰის გოლის აღნიშნვა?

რას ნიშნავს სალაჰის გოლის აღნიშნვა?
თარიღი 20 აპრ 2022, 12:33

მოჰამედ სალაჰმა 8 მატჩში პირველად გაიტანა გოლი - მან დუბლი შეასრულა მანჩესტერ იუნაიტედთან (4:0). მეორე გოლი ეგვიპტელმა შემოქმედებითად - იოგას დახმარებით აღნიშნა.

ეგვიპტელი იდგა ხის პოზაში (ვრიკშასანა), რომელიც მან უკვე აჩვენა სამი წლის წინ, "ჩელსისთან". როდესაც ჰკითხეს აღნიშნვის შესახებ, მომ მოკლედ და მკაფიოდ უპასუხა:

"მე უბრალოდ იოგას მოყვარული ვარ. ეს აღსანიშნავი სტილი ახლახან გამახსენდა". იოგას ინსტრუქტორის, ემა სტაბსის, რომელიც ფლობს Stubbs Yoga-ს, თქმით, ასე უჩვენებს მუჰამედი თაყვანისმცემლებს, რომ ის ფესვგადგმულია ენფილდზე.

პოზა მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანმა ფესვები გაიდგა, დაამყარა კავშირი. მკერდზე მოკეცილი ხელები იმაზე მეტყველებს, რომ მო პატივს სცემს გულშემატკივრებს მთელს მსოფლიოში.

მომ გოლები სხვა აღნიშნვითაც იზეიმა. მაგალითად, 2019 წლის აპრილში მან შეასრულა სუხასანა - იოგაში ერთ-ერთი კლასიკური ვარჯიში - "ჰადერსფილდთან" თამაშში.