ავტორიზაცია

"პროგრესი, რომელიც მამარდაშვილს აქვს, დიდი იშვიათობაა", - ესპანური პრესა

"პროგრესი, რომელიც მამარდაშვილს აქვს, დიდი იშვიათობაა", - ესპანური პრესა
თარიღი 26 აპრ 2022, 17:40

Deporte Valenciano-მ "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. ესპანურმა გამოცემამ გამოარჩია ახალგაზრდა ქართველი გოლკიპერის პროგრესი "ღამურებში".

"აუცილებელია, ცალკე გამოვყოთ მამარდაშვილის პროგრესი. მართალია, "ბეტისის" წინააღმდეგ გამართულ პენალტების სერიაში მან ვერც ერთი დარტყმა ვერ მოიგერია, მაგრამ ლა ლიგის ერთ-ერთი აღმოჩენა ის ნამდვილად გახდა".

"ყველასთვის მოულოდნელად, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე "ვალენსიას" სასტარტოს მეკარედ იქცა. ის პროგრესი და ზრდა, რომელიც გიორგის აქვს, დიდი იშვიათობაა", - წერს Deporte Valenciano.

შეგახსენებთ, რომ "მურსელაგოსის" მეკარემ კოპა დელ რეის ფინალში განახორციელა სამი სეივი, თუმცა პენალტების სერიაში მისი გუნდი დამარცხდა. 21-წლის კარის დარაჯის თამაში დადებითად იქნა შეფასებული.