ავტორიზაცია

რუდიგერის შემდეგ, რეალი ჩელსის კიდევ ერთი მცველით დაინტერესდა

რუდიგერის შემდეგ, რეალი ჩელსის კიდევ ერთი მცველით დაინტერესდა
თარიღი 30 აპრ 2022, 14:00

მადრიდის "რეალი" "ჩელსის" მარჯვენა მცველს, რის ჯეიმსს დაუკავშირდა. ჭორები ჯეიმსის მიმართ მადრიდის "რეალის" ინტერესის შესახებ გაჩნდა ადრე, აპრილში, მას შემდეგ, რაც "სამეფო კლუბმა" "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოაგდო.

Goal-ის ცნობით, მადრიდის "რეალმა" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ლურჯების" მცველ, ანტონიო რუდიგერთან და ახლა დაუკავშირდა მის თანაგუნდელ ჯეიმსს, ასევე მის გარემოცვას.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" არ არის ერთადერთი ევროპული გრანდი, რომელიც დაინტერესდა რისით, რომლის მომავალიც "ჩელსის" ახალი მფლობელების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება.

"სტემფორდ ბრიჯზე" ჯეიმსს 2025 წლამდე აქვს კონტრაქტი, მაგრამ 22 წლის ინგლისელი ტომას ტუხელის გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეებს შორის არ არის.