"ამის თქმა სწორი არ იყო", - კლოპი ტოტენჰემის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ნანობს
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი "ტოტენჰემთან" (1:1) მატჩის შემდეგ გაკეთებულ განცხადებას ნანობს.
პრემიერ ლიგის 36-ე ტურის ეგიდით გამართული შეხვედრის შემდეგ, გერმანელმა სპეციალისტმა ლონდონური გუნდის დაცვითი სტილი გააკრიტიკა.
"იმას, რაც თამაშის შემდეგ ვთქვი, - ვიტყოდი თუ არა კიდევ ერთხელ? არა. იმ სიტყვებზე ვსაუბრობ, რომ "ტოტენჰემი" ასე თამაშობს და მე-5 ადგილზეა".
"მაშინ ეს მომეჩვენა შესაფერისად. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამის თქმა სწორი არ იყო. უბრალოდ იმ მომენტში ასე ვგრძნობდი თავს", - ციტირებს კლოპის სიტყვებს The Athletic-ი.
შეგახსენებთ, მერსისაიდელები დღეს, 10 მაისს, ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში "ასტონ ვილას" ესტუმრებიან.