ავტორიზაცია

ლევანდოვსკის მტკიცე უარის შემდეგ, ბაიერნი ლივერპულის შემტევის ტრანსფერზე ამუშავდა

ლევანდოვსკის მტკიცე უარის შემდეგ, ბაიერნი ლივერპულის შემტევის ტრანსფერზე ამუშავდა
თარიღი 13 მაი 2022, 22:37

ზაფხულში „ბაიერნი“ „ლივერპულის“ შემტევის, სადიო მანეს შეძენას შეეცდება.

როგორც გერმანული Bild იტყობინება, რობერტ ლევანდოვსკიმ ხელმძღვანელობას მტკიცედ განუცხადა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და წასვლა ამ სეზონის ბოლოსვე სურს.

პოლონელისგან ასეთი კატეგორიული განცხადების მოსმენის შემდეგ, „ბაიერნი“ მანეს ტრანსფერზე აქტიურად ამუშავდა.

სენეგალელს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით, „ლივერპულს“ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები არ დაუწყია, რითაც შესაძლოა „ბაიერნმა“ ისარგებლოს და მერსისაიდულ კლუბს მანეს სანაცვლოდ კარგი შეთავაზება გაუკეთოს, რათა სადიო გუნდიდან მომდევნო ზაფხულს უფასოდ არ წავიდეს.