ავტორიზაცია

"ერთი ამბობს: "წასვლა მინდა", მეორე პასუხობს: "არ გაგიშვებ", - ბაიერნის ექს-პრეზიდენტი ლევანდოვსკის სიტუაციაზე

"ერთი ამბობს: "წასვლა მინდა", მეორე პასუხობს: "არ გაგიშვებ", - ბაიერნის ექს-პრეზიდენტი ლევანდოვსკის სიტუაციაზე
თარიღი 16 მაი 2022, 16:36

"ბაიერნის" ყოფილმა, ამჟამად კი საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა გუნდის თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ კომენტარი გააკეთა.

პოლონელმა სუპერვარსკვლავმა აქამდე თქვა, რომ მიუნხენურ გრანდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

"ლევანდოვსკის სიტუაცია აბსოლუტურად ნორმალურია ბიზნესში. ერთი ამბობს: "წასვლა მინდა", მეორე პასუხობს: "არ გაგიშვებ". შემდეგ კი წასვლის მსურველმა უნდა თქვას: "ამას უნდა შევეგუო".

"თუ ლევანდოვსკი ხვალ ფეხს მოიტეხს, ვერ ვეტყვით: "უნდა წახვიდე, რადგან ვეღარ გამოგიყენებთ".

"აქ შესანიშნავად იმუშავა. "ბაიერნმა" ბევრი ფული დახარჯა. დაბალანსებულები ვართ. ყველაფერი მარტივადა", - ციტირებს ჰიონესის სიტყვებს გერმანული მედია.