ავტორიზაცია

"ყველაზე დიდი უსამართლობაა", - ბუფონმა დაასახელა სუპერვარსკვლავი, რომელიც ოქროს ბურთს იმსახურებდა

"ყველაზე დიდი უსამართლობაა", - ბუფონმა დაასახელა სუპერვარსკვლავი, რომელიც ოქროს ბურთს იმსახურებდა
თარიღი 17 May 2022, 10:35

"იუვენტუსის" ყოფილი, ამჟამად კი "პარმას" გოლკიპერი, ჯანლუიჯი ბუფონი იმედგაცრუებულია იმით, რომ "ბარსელონას" ექს-ნახევარმცველს, ანდრეს ინიესტას "ოქროს ბურთი" მოგებული არ აქვს.

"ინიესტას "ოქროს ბურთი" არ აქვს და ჩემთვის ეს ყველაზე დიდი უსამართლობა, რაც ამ ჯილდოს უკავშირდება".

"ანდრესი ისეთივე ძლიერი იყო, როგორიც მარადონა, მესი ან რონალდუ", - ციტირებს 44 წლის იტალიელის სიტყვებს France Football-ი.

მოგეხსენებათ, 2010 წელს ინიესტამ გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ თანაგუნდელ ლიონელ მესის ჩამორჩა, 2012 წელს კი მესამე პოზიციაზე გავიდა.

ამჟამად 38 წლის ესპანელი იაპონური "ვისელ კობეს" რიგებში ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში ანდრესმა ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასიც მიითვალა.