ავტორიზაცია

ტრანსფერის შანსები იზრდება — ბარსა შეთავაზებას ამზადებს, ლევანდოვსკი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა

ტრანსფერის შანსები იზრდება — ბარსა შეთავაზებას ამზადებს, ლევანდოვსკი ხელფასის შემცირებაზე თანახმაა
თარიღი 17 მაი 2022, 14:35

"ბარსელონა" "ბაიერნთან" თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიურ გრანდს 33 წლის პოლონელის ხელში ჩაგდება 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ სურს.

თუმცა, "ლურჯ-ბროწეულისფრები" მზად არიან საჭიროების შემთხვევაში შეთავაზება 35 მილიონამდე გაზარდონ - ეს კლუბის მენეჯმენტის მიერ დაწესებული მაქსიმალური ზღვარია.

თავად ლევანდოვსკი "ბარსელონაში" გადასვლით დაინტერესებულია და ხელფასის შემცირებაზეც თანახმაა.

"ბაიერნში" რობერტი წელიწადში დაახლოებით 22 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. თუ მისი "ბარსაში" ტრანსფერი შედგება, გამოცდილ სუპერვარსკვლავს 16-მილიონიანი ანაზღაურებაც დააკმაყოფილებს.

ლევანდოვსკიმ, რომელსაც "რეკორდმაისტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, 2021/22 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 46 მატჩი ჩაატარა, 50 გოლი გაიტანა და 7 ასისტიც მიითვალა.