ოფიციალურად: დორტმუნდმა მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან დაითხოვა
"დორტმუნდის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, მარკო როზე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
"დორტმუნდი" და მარკო როზე თანამშრომლობას წყვეტენ. სეზონის ინტენსიური ანალიზის შემდეგ, კლუბმა წინსვლა გადაწყვიტა. წარმატებებს ვუსურვებთ", - წერია ბორუსიელთა განცხადებაში.
45 წლის გერმანელმა სპეციალისტმა "დორტმუნდი" 2021 წლის ზაფხულში ჩაიბარა, იქამდე იგი "გლადბახს" ედგა სათავეში.
აღსანიშნავია, რომ მუშაობის სამშობლოში დაწყებამდე როზე ავსტრიული "ზალცბურგის" დამრიგებელი გახლდათ.
2021/22 წლების სეზონში ბორუსიელებმა მარკოს ხელმძღვანელობით გერმანიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავეს.