ავტორიზაცია

სანიოლი: "არტეტას ინტერვიუ წავიკითხე და 100%-ით ვეთანხმები"

სანიოლი: "არტეტას ინტერვიუ წავიკითხე და 100%-ით ვეთანხმები"
თარიღი 20 May 2022, 16:18

მოახლოებული ერთა ლიგის მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი კომენტარს აკეთებს.

"გულშემტკივარი ამ მატჩებისგან მაქსიმუმს ელის, ჩვენც შევეცდებით, რომ მათ იმედები გავუმართლოთ. მთავარია, როგორ ფორმაში იქნებიან შეკრებაზე ჩვენი ფეხბურთელები.

ჯგუფში ყველაზე ძლიერი მაკედონიის ნაკრებია, მათ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს, იტალიაც დაამარცხეს და რთული თამაში გვექნება.

ცოტა ხნის წინ, არსენალის მთავარი მწვრთნელის მიკელ არტეტას ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ამბობს, რომ დღეს ფეხბურთში პირველ პოზიციაზე ბრძოლისუნარიანობა და სირბილი დგას, შემდეგ არის ტექნიკა - მას 100%-ით ვეთანხმები", - განაცხადა სანიოლმა.