ავტორიზაცია

ლორია თუ მამარდაშვილი? - სანიოლი მეკარეებზე საუბრობს

ლორია თუ მამარდაშვილი? - სანიოლი მეკარეებზე საუბრობს
თარიღი 20 მაი 2022, 16:21

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მეკარეების დიდ კონკურენციაზე საუბრობს.

"საქართველოს ნაკრებს სამი ძალიან კარგი მეკარე ჰყავს, რაც დიდი ფუფუნებაა და კარგია, რომ მათში ჯანსაღი კონკურენციაა.

მამარდაშვილს უდიდესი პროგრესი აქვს, ის კარგ გუნდში თამაშობს და ვხედავ, თუ რა დონის მატჩებს ატარებს.

თავის მხრივ, ლორია გამცდილი მეკარეა და რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, შეცდომა არ ჰქონია.

ვინ იდგება საქართველოს ნაკრების კარში მოახლოებულ მატჩებში, ერთად ვნახავთ", - ამბობს სანიოლი.