ნადირობა პოგბაზე — ფრანგისთვის რეალი და პსჟ-ც იბრძვიან, თუმცა ფავორიტი სხვა გუნდია
ჯერ კიდევ "მანჩესტერ იუნაიტედის" საკუთრებაში მყოფ ნახევარმცველ პოლ პოგბასადმი ინტერესს "იუვენტუსი", "პსჟ" და "რეალი" იჩენენ.
როგორც ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს, ფრანგი, რომელიც ამ ზაფხულს "ეშმაკუნების" რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.
29 წლის სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდების ფავორიტი "იუვენტუსია", მაგრამ მისთვის "პსჟ" და "რეალიც" იბრძვიან. პოლი ყველა მათგანის წინადადებას განიხილავს.
"რეალს" ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება "მონაკოს" ჩამშლელ ორელიენ ჩუამენით სურს. მადრიდელები პოგბას დამატების ვარიანტსაც განიხილავენ. ხოლო "პსჟ" უკვე დიდი ხანია, რაც გამოცდილი ფეხბურთელით ინტერესდება.
გასულ სეზონში ჯერ კიდევ "წითელმა ეშმაკმა" ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 10 აპრილიდან მოყოლებული იგი ტრავმირებულია, რის გამოც ერთა ლიგის მატჩებში საფრანგეთის ნაკრების დახმარებას ვერ ახერხებს.