ავტორიზაცია

მესი თუ რონალდუ – ვის უფრო მეტი ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული კარიერაში?

მესი თუ რონალდუ – ვის უფრო მეტი ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული კარიერაში?
თარიღი 06 ივნ 2022, 15:57

მოგეხსენებათ, არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ლიონელ მესის ესტონეთთან (5:0) გამართულ ამხანაგურ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ "პსჟ"-ს ფორვარდმა აღნიშნული შეხვედრის 56-ე წუთზე კარიერაში 56-ე ჰეთ-თრიქი შეასრულა, რაც მოქმედ ფეხბურთელებს შორის მეორე საუკეთესო მაჩვენებელია.

ლიდერი "მანჩესტერ იუნაიტედისა" და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუა - 60 ჰეთ-თრიქი.

თავის მხრივ, 37 წლის სუპერვარსკვლავმა გუშინ ერთა ლიგის ეგიდით შვეიცარიასთან (3:0) მოგებულ მატჩში დუბლი გაიფორმა და ერთი საგოლე პასიც გააკეთა.

2021/22 წლების სეზონში მესიმ საკლუბო დონეზე ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ხოლო რონალდუმ 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მეტოქეთა კარი 24-ჯერ აიღო და 3 ასისტიც მიითვალა.