ავტორიზაცია

ლევანდოვსკი: "თუ ბევრი მსურველი არ მყავს, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთადერთ ვარიანტს განვიხილავ"

ლევანდოვსკი: "თუ ბევრი მსურველი არ მყავს, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთადერთ ვარიანტს განვიხილავ"
თარიღი 08 ივნ 2022, 20:45

მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ახალი კლუბის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

"თუ ბევრი მსურველი არ მყავს, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთადერთ ვარიანტს განვიხილავ", - ციტირებს პოლონელი ფორვარდის სიტყვებს Catalunya Radio.

აქამდე არაერთხელ დაიწერა 33 წლის სუპერვარსკვლავის "ბარსელონაში" გადასვლის სურვილის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური გრანდი რობერტს პირადი კონტრაქტის პირობებზე უკვე შეუთანხმდა, ახლა კი "რეკორდმაისტერთან" უნდა მიაღწიოს კომპრომისს.

მოგეხსენებათ, ლევანდოვსკის მიუნხენურ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალ წელს ეწურება, მაგრამ კლუბიდან წასვლა ამ ზაფხულსვე უნდა. 

გასულ სეზონში "ბაიერნის" ფორვარდმა ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 46 გოლი გაიტანა.