პერესი: "მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა დიდი ოცნება აიხდინა და რეალის ფეხბურთელი გახდა"
"რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი "მონაკოდან" ნაყიდი ნახევარმცველის, ორელიენ ჩუამენის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა.
"ახლახან დავასრულეთ გამორჩეული სეზონი, რომელიც ყველა გულშემატკივარს ემახსოვრება. უდავოდ, ეს ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საოცარი სეზონი იყო. მაგრამ "რეალი" თვითკმაყოფილებით არ გაჩერდება, მეტი გვინდა. ტიტულები ჩვენი მოტივაციაა. არავის გაუკვირდება ის, რომ უკვე ვფიქრობთ ჩემპიონთა ლიგის მე-15-ედ მოგებაზე. ახლა ეს არის ჩვენი დიდი ოცნება. თავდაუზოგავად ვმუშაობთ ამისათვის".
"ბრწყინვალე შემადგენლობა გვყავს, იმ ფეხბურთელებით, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა რვა წელიწადში ხუთჯერ მოიგეს. მაგრამ წინ რთული გამოწვევებია. გუნდი იმ მოთამაშეებით უნდა გავაძლიეროთ, ვისაც ამ კლუბის სჯერა".
"კლუბში ერთ-ერთი ასეთი შესანიშნავი ფეხბურთელი გადმოვიდა. საოცარი ფეხბურთელია, განვითარებაში დაგვეხმარება. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. დღეს ორელიენ ჩუამენი ჩამოვიდა მადრიდში. გილოცავ, რადგან შენი დიდი ოცნება აიხდინე და "რეალის" წევრი გახდი. უკვე 22 წლის ასაკში მოგეცა არჩევანის გაკეთების საშუალება და ეს კლუბი აირჩიე".
"ახლა უნიკალურ დროში იცხოვრებ და რთულად ასახსნელ ძალას იგრძნობ. ეს "სანტიაგო ბერნაბეუს" სიძლიერეა. გინახავს და გსმენია ჩვენი სტადიონის შეუჩერებელი მაგიის შესახებ. მადრიდელები ბედნიერები არიან, რომ ისეთმა ტალანტმა, როგორიც შენ ხარ, "რეალი" აირჩია. "მონაკოდან" გადმოხვედი - ჩვენთვის მეგობრული კლუბიდან", - თქვა მადრიდული გრანდის პრეზიდენტმა.