"არასოდეს თქვა არასოდეს", - ზიდანს სამომავლოდ პსჟ-ში შესაძლო დანიშვნაზე ჰკითხეს

მადრიდის „რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, „პსჟ-ში" შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა.
„ჩავიბარებ თუ არა ოდესმე „პსჟ-ს"? არასოდეს თქვა არასოდეს. 50 კლუბში დანიშვნის საშუალება არ მაქვს, სამომავლოდ სულ რაღაც 2-3 ვარიანტს განვიხილავ." - აღნიშნა ფრანგმა.
შეგახსენებთ, რომ ზიდანი 2021 წლის მაისის შემდეგ უმუშევარია, სწორედ ამ დროს დატოვა მან მადრიდის „რეალი" მეორედ, რომელთან ერთადაც საერთო ჯამში 11 ტიტული მოიგო.
ამ ზაფხულს ზიდანის „პსჟ-ში" დანიშვნაზე აქტიურად იწერებოდა, თუმცა საბოლოოდ მხარეები ვერ შეთანხმდნენ და პარიზში „ნიცას" მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე ინიშნება.