ავტორიზაცია

ანდერ ერერა: "ნეიმარი უძლიერეს ფეხბურთელთა ხუთეულში შედის და შესაძლოა, ოქროს ბურთი მაინც მოიგოს"

ანდერ ერერა: "ნეიმარი უძლიერეს ფეხბურთელთა ხუთეულში შედის და შესაძლოა, ოქროს ბურთი მაინც მოიგოს"
თარიღი 24 ივნ 2022, 18:35

"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ განაცხადა, რომ პარიზელთა თავდამსხმელს, ნეიმარს ჯერ კიდევ აქვს "ოქროს ბურთის" მოგების შანსები.

"ნეიმართან კარგი, მეგობრული ურთიერთობა მაქვს. თავის გზას ადგას და თავისი ბედნიერებისკენ ისწრაფვის, რაც აღფრთოვანებას იმსახურებს".

"ბრწყინვალე პარტნიორია და უძლიერეს ფეხბურთელთა ხუთეულში შედის".

"ვფიქრობდი, ამ დროისთვის "ოქროს ბურთი" უკვე ექნებოდა, მაგრამ არც ახლა გამოვრიცხავ, რომ მოიგოს", - ციტირებს ესპანელის სიტყვებს AS-ი.