უეფას პრეზიდენტმა ისაუბრა, თუ რა ურთიერთობა აქვს პსჟ-ს ხელმძღვანელთან
უეფას ხელმძღვანელმა, ალექსანდერ ჩეფერინმა "პარი სენ ჟერმენის" პრეზიდენტ არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ნასერ ალ ხელაიფი ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) თავკაციცაა.
"პსჟ"-ს პრეზიდენტთან კი არა, ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტთან მაქვს კარგი ურთიერთობა".
"ესმის და იცავს ფეხბურთის ევროპულ მოდელს, სხვა კლუბებისგან განსხვავებით", - ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, ალ ხელაიფი ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტად სუპერლიგის სკანდალის შემდეგ დაინიშნა, მანამდე ამ პოზიციაზე ანდრეა ანიელი მუშაობდა, რომელიც სუპერლიგის ერთ-ერთი მხარდამჭერი და ინიციატორია.