ავტორიზაცია

ბევრად ნაკლები, ვიდრე რეალში - ცნობილი გახდა გარეტ ბეილის ხელფასი ლოს ანჯელესში

ბევრად ნაკლები, ვიდრე რეალში - ცნობილი გახდა გარეტ ბეილის ხელფასი ლოს ანჯელესში
თარიღი 28 ივნ 2022, 23:58

უელსელი შემტევი გარეტ ბეილი მადრიდის „რეალიდან“ კარიერას „ლოს ანჯელესში“ გააგრძელებს.

MLS-ის გუნდთან ბრიტანელმა 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება იქნება შესაძლებელი.

კალიფორნიულ გუნდში ბეილის წლიური ხელფასი 1.6 მილიონი დოლარი იქნება, რაც გაცილებით ნაკლებია იმაზე, რასაც ფეხბურთელი „რეალში“ იღებდა.

კერძოდ, მადრიდულ გუნდში ბეილის წლიური ხელფასი 20 მილიონი დოლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ უელსელი „რეალში“ 2013 წელს „ტოტენჰემიდან“ 100 მილიონ ევროდ გადავიდა და გუნდთან ერთად 5 ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.