ავტორიზაცია

სადიო მანემ ბაიერნიდან რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა

სადიო მანემ ბაიერნიდან რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
თარიღი 30 ივნ 2022, 17:50

„ბაიერნის“ ახალწვეულმა, სადიო მანემ ისაუბრა იმაზე, რომ გუნდი უახლოეს პერიოდში შესაძლოა რობერტ ლევანდოვსკიმ დატოვოს, რომელზეც პრეტენზიას „ბარსელონა“ აცხადებს.

„რა თქმა უნდა, ლევანდოვსკი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. თუმცა, მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც შეუძლია მის მომავალზე ილაპარაკოს, ან მას ამა თუ იმ სიტუაციაში რაიმე რჩევა მისცეს.“ - აღნიშნა სენეგალელმა ფორვარდმა.

გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონამ“ „ბაიერნს“ პოლონელის სანაცვლოდ 40+5 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა რეკორდმაისტერი მის გაყიდვას გაცილებით ძვირად აპირებს.